სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით აცხადებს მენტორ ადვოკატთა შესარჩევ კონკურსს ToT ტრენინგებზე დასასწრებად!

21 ივნისი 2018

შეირჩევა ადვოკატთა ასოციაციის 25 წევრი, რომლებიც ტრენინგზე დასწრების შემდეგ ჩაერთვებიან მენტორი ადვოკატების გადამზადების პროცესში და ჩაატარებენ შესაბამის ტრენინგებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** ადვოკატად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატებს;
** სამუშაო ადგილის ბიუროს/ოფისის მქონე პირებს;

** პირებს, რომლებიც ეთიკის კომისიის მიერ არ არიან სახდელდადებული (ეს არ ეხება გაქარწყლებულ სახდელებს);

სხვა სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
**ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგები/კურსები       ბადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში);

** ადამიანური რესურსის მართვის უნარი;
**
სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობის და მათი გადმოცემის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV (ქართულ ენაზე);
** ადვოკატის მოწმობის ასლი;
** სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, რატომ დაინტერესდით ამ ტრენინგით.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილ განაცხადზე დაყრდნობით,  მეორე ეტაპი  – გასაუბრებას. შერჩეული კანდიდატები,  გაივლიან სამ დღიან სპეციალურ მომზადებას გასვლითი ღონისძიების ფარგლებში. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 5 ივლისი 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელ-მისამართზე: a.gogolauri@gba.ge

სათაურის ველში მიუთითეთ - შესაბამისი მოდულის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება ამ კონკურსის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი